1. პროექტის სახელწოდება:
როგორ გავარემონტოთ იაფად და ხარისხიანად საკლასო ოთახი.
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2
წინადადებით: მოსწავლეები შეასრულებენ საჭირო გაზომვებს, გაიგებენ
მასალების ფასებს,აარჩევენ ოპტიმალურ რესურსებს.
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ფართობის ცნება.
4. პროექტის მიზანი:
მოსწავლეებმა ისწავლონ ფართობის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში, შეძლონ კავშირების დამყარება
ფასსა და რაოდენობას შორის. განუვითრდეთ კვლევა-ძიების, კომუნიკაციის,ანალიზის, ტრანსფერის
უნარი
5. მონაწილეთა ასაკი:
11-12
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10-14 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს ეცოდინებათ ფართობის
დანიშნულება და გამოყენება. ააგებენ დიაგრამებს სტატისტიკური მონაცემებით დიდ ფორმატზე
და გამოაკრავენ კლასში.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საზომი ხელსაწყოები,
მარკერები, დიდი ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითდი აქტივობები): მოსწავლეები გაიყოფიან
ორ ჯგუფად, მოიძიებენ ინტერნეტით ან ხელოსანთან გასაუბრებით საჭირო მასალების ფასებს
და ხარისხს, ერთ ჯგუფს დაევალება საღებავის გამოყენებით გამოიკვლიოს რა თანხა დასჭირდება
რემონტს, მეორე ჯგუფს შპალერის გამოყენებით რა თანხა დასჭირდება რემონტს. მოსწავლეები
გაზომავენ კედლებს, გამოითვლიან ფართობებს, გაიგებენ საჭირო სარემონტო მასალების ფასებს,
დააკავშირებენ ფასებს რაოდენობასთან, საბოლოოდ გააკეთებენ პრეზენტაციას სადაც წარმოადგენენ
სტატისტიკურ მონაცემებს ორივე ჯგუფი.
10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფთნ /ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: მათემატიკა. ისტი. მათ.
VI.10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ფარავს ბრტყელ ფიგურას კვადრატული
ერთგვაროვანი ბადით და აფასებს მის ფართობს (მაგალითად, ითვლის ფიგურის მთლიანად დასაფარავად საჭირო კვადრატების
მინიმალურ რაოდენობას და მათგან ფიგურის შიგნით მოთავსებულ კვადრატების რაოდენობებს
და აფასებს ფართობს, როგორც ამ ორ რიცხვს შორის მოთავსებულ სიდიდეს);
·
რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა
ობიექტის (მაგალითად საკლასო ოთახის იატაკი)
ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში (მათ შორის წილადების გამოყენებით);
·
იყენებს ფართობის ადიციურობას
ფართობის გამოთვლაზე პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ხათუნა ოქრომჭედლიშვილი,
მათემატიკის პედაგოგი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatooqro@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: http://xatunaoqromchedlishvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment